"სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება" - განცხადება ამის შესახებ შს მინისტრმა პოლიციელის დღეს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:
"ამას ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ. მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსებისა და პატივის დამცველი. თუმცა, ამავე დროს, ობიექტური და მომთხოვნი" - ამბობს ვახტანგ გომელაური.
დღეს შსს პოლიციელის დღეს აღნიშნავს.