ირაკლი კობახიძემ ენმ-ს დღეს ულტიმატუმი წაუყენა. საუბარია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რაზეც ენმ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიუხედავად უარს აცხადებს.
კობახიძის თქმით, თუ "გონივრულ ვადაში" ენმ ხელს არ მოაწერს დოკუმენტს
თუ ხელს არ მოაწერენ, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შემქნილი, ან მომავალში შეიქმნება.
ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს" ამბობს კობახიძე.
როდის იწურება გონივრული ვადა, კობახიძე არ აკონკრეტებს.