"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება. თავად თორია ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობს.
"ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა, სხვა დანარჩენ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ", - თქვა მან.
თორია გიორგი გახარიას კადრი იყო, ის რწმუნებულის თანამდებობაზე 2021 წლის 9 თებერვალს დაინიშნა. თანამდებობა კი დღეს, 31 მაისს დატოვა.