ხადას ხეობაში მოსახლეობა საგზაო მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ხადას ხეობაში მოსახლეობა საგზაო მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს, რომელიც მათ კუთვნილ ნაკვეთებზე გაივლის. პროექტის განხორციელების სანაცვლოდ, ხელისუფლება მოსახლეობას არაადეკვატურად დაბალ  კომპენსაციებს სთავაზობს. ადგილობრივები შიშობენ, რომ მათ საბოლოოდ ხეობას დაატოვებინებენ. 

საყოველთაო შეფასებით, ხელისუფლება ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობით კრემლის კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც  ეკონომიკურად საქართველოს რუსეთზე მიბმას ემსახურება.

558 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბური პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მოსახლეობის გარდა, საქართველოს ხელისუფლებასთან კითხვები აქვთ ექსპერტებსაც. ბევრი კითხვებია, უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. 

საქართველოშ სამწუხაროდ რუსეთი კვლავ ჩვეულებრივი კონვენციური, ძველმოდური მეთოდებით იბრძვის, შემოდის ტანკებით და შემოდის ჩექმებით. ამიტომ ნებისმიერი ახალი მაგისტრალი, გვირაბი ხიდი, რომლებიც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს, ამ საფრთხეებს ზრდის, - ამბობს თინა ხიდაშელი.  

მაგისტრალის ზოლში ხადის ხეობის 10-მდე სოფელი ყვება. 30-მდე ოჯახს მიწის ნაკვეთების დათმობა უწევთ. 

არავინ მოდის, სათითაოდ იბარებენ უკვე ქალაქში გადასახლებულ ხალხს. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

პროექტი უნდა შეასრულოს ჩინურმა კომპანიამ "ჩინეთის 23-ე ბიურო", რომელიც სამუშაოების არასათანადოდ შესრულების გამო უკვე დაჯარიმებულია, მათ შორის საქართველოშიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი