"პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური დოღია გამართული" - ნათელაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ წარმატებით დაწყებული პროცესი ოპოზიციური ძალების მხრიდან "მოღალატეობრივად ხელმოწერილმა დოკუმენტმა შეცვალა"

შალვა ნათელაშვილმა ასევე სამწუხარო უწოდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარტია პარლამენტში შედის.

"ახლა, როდესაც პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური დოღია გამართული, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნოებმაც დაიჯერეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება, ქვეყანა, ხალხი და თქვენ ხართ, რომელიც არ დაემორჩილება არავის თქვენი ინტერესების საღალატოდ, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი არის თქვენი ნდობა და სიყვარული, არის საქართველოს ლეიბორისტული პარტია და სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტებს.

წარმატებით და აღმავლობით დაწყებული პროცესი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისა, აქ ლეიბორისტულ ოფისში შეწყვიტა გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მიერ სეპარატისტულ მოღალატეობრივად ხელმოწერილმა ე.წ. მიშელის დოკუმენტმა",-თქვა შალვა ნათელაშვილმა.

გუშინ, 30 მაისს "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის" თავმჯდომარემ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ პარტია პარლამენტში შედის, თუმცა ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი