რუსი ოკუპანტები ხურვალეთთან ისევ გამოჩნდნენ. ისინი სავარაუდოდ, საგუშაგოს აწყობენ. პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მობილიზებული იყო როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.
ადგილზე მობილიზებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. როგორც ძალა ერთობაშიას ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, ოკუპანტები ბოლო დროს გააქტიურებულები არიან და სავარაუდოდ კიდევ უნდა ველოდოთ მათგან ამ პროცესის გაგრძელებას.
პარალელურად, გატაცებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, პოლიციაში დღეს დაიბარეს გამოკითხვაზე გენადი ბესტაევის ნათესავები.
, სამართალდამცველები ბესტაევის საქმით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ოჯახმა გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნოს.