უკრაინელი ბიზნესმენი ოკუპირებულ აფხაზეთში - მიხეილ სააკაშვილი ორლოვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთვარობას კიევსა და ოდესაში ათობით ღამის კლუბის მფლობელი რუსი ბიზნესმენისთვის, ალექსანდრ ორლოვისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართვას.

საქმე ეხება ბიზნესმენის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს.

მიხეილ სააკაშვილმა რუსი ბიზნესმენის სოხუმში ვიზიტის დამადასტურებელი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა.

"ალექსანდრ ორლოვი ჩემს მშობლიურ ქალაქ სოხუმში, საიდანაც რუსული აგრესიის დროს მოსახლეობის 80% გამოაძევეს, რომელიც ისევე ოკუპირებულია როგორც ყირიმი და დონბასში, მოპარულის გასაყოფად ჩავიდა. პარკი სადაც სურათი გადაიღო 36 უკრაინელი ჯარისკაცის სისხლია დაღვრილი რომლებიც, სოხუმს რუსული აგრესიისაგან იცავდნენ. მოვუწოდებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცის სამსახურს ამ პიროვნებით დაინტერესდნენ" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი