"რა სისულელეა, მერად რა მინდა" - ასე უპასუხა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" კითხვას, აპირებს თუ არა ის თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.
ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ის ოპოზიციასთან ერთად საერთო კანდიდატებზე შეთანხმებასა და მათთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობას არ აპირებს.