კარგია, რომ შემოუერთდებიან პარლამენტში მუშაობას - კუჭავა ენმ-ზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე ენმ-ს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს:

"ჩვენ შემოგვიერთდა ბოლო პოლიტიკური პარტიაც, რომელიც პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. ამას მათ მოუწოდებდა არამხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, არამედ მოუწოდებდნენ დასავლეთიდანაც და კარგია, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემოუერთდებიან პარლამენტში მუშაობას. ასევე, მე მოხარული ვიქნები პირადად, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც, რათა მათ შეძლონ სრულფასოვნად ჩართვა იმ მოლაპარაკებებში, იმ საკითხებზე მსჯელობაში, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული" ამბობს კახა კუჭავა.

ენმ-მ ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გუშინ, 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი