გახარიასა და მედიის შეხვედრაზე "პოს TV" და "იმედი" არ მივიდა

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე არ მისულა ტელეკომპანია "იმედისა" და "პოს TV"-ის წარმომადგენელი.

"ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო "იმედის" და "პოს ტვ"-ს ადგილები არის თავისუფალი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ" - ამბობს გახარია. 

გახარია ამბობს, რომ "ყველაზე მაღალი რეიტინგიდან" გამომდინარე TV იმედს პირდაპირ ეთერში ინტერვიუც შესთავაზა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი