"რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე ბოდიშს იხდის, მაშინ ის ბოდიში იყო, აბსოლუტურად გააზრებული და ფასეულობებზე დაყრდნობილი. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის, დღეს, ამ წუთას, მზად არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი".
- ასე უპასუხა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, ვის და რის მიმართ მოიხდიდა გახარია ბოდიშის, როგორც ყოფილი პრემიერი, შს მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი.