"მაკო გომური, ეს არის ტრაგედია" | გახარია არ პასუხობს კითხვას, ვინ გასცა 20 ივნისს დარბევის ბრძანება

გამოქვეყნდა:

"ეს ადამიანები [20 ივნისს დაზარალებულები] არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი" - ასე პასუხობს "მთავარი არხის" ჟურნალისტის, 20 ივნისს დაზარალებული თამარ ბაღაშვილის შეკითხვას, ვინ გასცა 20 ივნისს დარბევის ბრძანება.

"არცერთ იმ მაშინდელ ოპოზიციონერს კითხვაზე პასუხიც კი არ გაუცია, რომელიც იმ დღეს იყო იქ, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრაზე, არ გაუცია პასუხი კითხვაზე, რატომ აორგანიზებდნენ ხალხს პარლამენტში შესვლისკენ," - ამბობს გახარია.

20 ივნისის დარბევას გახარია "ცალკეულ პოლიციელებში გადაცდომის ნაწილს" უწოდებს და მოუწოდებს ჟურნალისტებს და საზოგადოებას - "ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას. არ ყოფილა არანაირი უკანონო ბრძანება, 20 ივნისისს განმავლობაში არ ყოფილა"...

მისივე თქმით, დარბევის ბრძანების გარდა, "სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების გარეშე მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა". აქვე, მან თქვა, რომ "მე მევალება სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა".

თამარ ბაღაშვილის შეკითხვაზე კი, თუ საიდან მოვიდა ის ე.წ. დათვის ტყვიები, რომელიც აქციის დაშლისას ადამიანებს დაუშინეს, გახარია ასე პასუხობს: "შეგიძლიათ საგამოძიებო მასალებს გაეცნოთ.. იქ ყველგან არის პასუხი, დათვის ტყვია იყო თუ არა.. სჭირდებოდა ამას ბრძანების გაცემა.. პოლიტიკოსები პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ პარლამენზე შტურმს".

"მესმის, ამაში გეთანხმებით და მოგყვებით... რა თქმა უნდა, მაკო გომური, ეს არის ტრაგედია" - ამბობს გახარია მას შემდეგ, რაც 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებისას დაშავებულმა თამარ ბაღაშვილმა მას უთხრა, რომ "ადამიანებს სიცოცხლე და ცხოვრება შეეცვალათ იმ ღამის შემდეგ".

გახარიას თქმითვე, "რატომღაც მოლოდინი იყო, რომ ოპოზიციაში მოსვლის შემდეგ, მე 20 ივნისზე აზრს შევიცვლიდი. არა, რა თქმა უნდა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი