მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჩხარტიშვილი... მათ შესაძლოა ინსტრუმენტებზე გავლენა ჰქონდეთ - გახარია

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას, სუსტი ინსტიტუტები უწყობს ხელს - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, უწყობდნენ თუ არა ხელს კონკრეტული პირები ქვეყანაში კორუფციული რისკების გაჩენას. 

კერძოდ, კითხვა შეეხებოდა, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს.

გახარიამ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელ ჯგუფებს, ინსტრუმენტებზე ზემოქმედების ძალა ზოგ შემთხვევაში ჰქონდა, თუმცა მისი თქმით, ამას კონკრეტული ფაქტები სჭირდება.

გახარიამ ასევე თქვა, რომ სადაც მას ასეთი ფაქტები ჰქონია, "კარები დაუკეტავს":

"ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას, სუსტი ინსტიტუტები უწყობს ხელს. ეს ადამიანები, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელი ჯგუფები, შეიძლება გარკვეული ზემოქმედების ძალა ამ ინსტიტუტებზე ჰქონდეთ. ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში არ ჰქონდათ, ამას სჭირდება კონკრეტული ფაქტები. მე, სადაც მქონია შესაძლებლობა და სადაც ასეთი ფაქტები მქონია, ეს კარები დამიკეტავს ყოველთვის", - თქვა მან.

რაც შეეხება კითხვას, დაუკეტავს თუ არა მას კარები, ჩამოთვლილი ადამიანებისთვის, გახარიამ ასე უპასუხა: "ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამოდენიმესთვის კი".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი