"ვნახოთ რა იქნება, ჩვენ არსად გვეჩქარება" | გახარია თვითმმართველობის არჩევნების გეგმებზე არ საუბრობს

გამოქვეყნდა:

"ვნახოთ რა იქნება, ჩვენ არსად არ გვეჩქარება" - ასე პასუხობს გიორგი გახარია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის შეკითხვას, რა არის მისი გეგმები თვითმმართველობის არჩევნებისთვის და იქნება თუ არა თავად გახარია თბილისის მერობის კანდიდატი. 

კითხვაზე, ვის უფრო დიდი შანსი აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე, კახა კალაძეს თუ ნიკა მელიას, გახარია ამბობს, რომ "ამას ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს".

"მე ჯერ არ გაგანდობთ, ვის მივცემ ხმას" - ამბობს გახარია და განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ამ ორი კანდიდატის გარდა, "მესამეც" მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი