რღვევა "ოცნებაში" | პარტიის მართვის სადავეები ირაკლი კობახიძემ აიღო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რღვევის სულ უფრო აშკარა ნიშნები - პარტიის თავმჯდომარე მმართველი გუნდის მონოლითურობაზე საუბრობს, მაგრამ ფაქტები რადიკალურად საპირისპიროს ადასტურებს.

ჯგუფური გადასვლა გახარიას პარტიაში და კონკრეტული დეპუტატების უხმაურო გადანაცვლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ყოველდღიურობად იქცა. სახელდება პარტიიდან კადრების გადინების მთავარი მიზეზიც - და ეს უშუალოდ პარტიის ახალი თვმჯდომარეა. ირაკლი კობახიძე კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ვინც ბოლო დროს ივანიშვილის კლანს ჩამოშორდა ეს გადაწყვეტილება უშუალოდ კობახიძესთან კონფლიქტის გამო მიიღო.

კობახიძე არ ადასტურებს, თუმცა "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილის პარტიიდან  წასვლის შემდეგ, მართვის სადავეები სახელისუფლებო გუნდში სრულად ირაკლი კობახიძემ და მისმა ჯგუფმა აიღო. ამიტომ, პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკური განაცხადის შემდეგ როსტომ მეფის სასახლეში დიდი არეულობა დაიწყო. უმრავლესობის წევრების ნაწილი საჯაროდ არა, თუმცა პარტიის შიგნით წყენას ღიად აფიქსირებენ, რომ კობახიძე მათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი