პროტესტის 217-ე დღე და კაშხლის მოსამზადებელი სამუშაოები ნამოხვანში. დღეს, პირველად რკინის ჯებირით იზოლირებულ ხეობაში, მედიის წარმომადგენლები შეუშვეს.
მოჭრილი მთის ფერდობი და გაჩეხილი ტყის მასივი - ხეობის ნაწილი ახლა ბეტონშია მოქცეული. კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს განაგრძობს და თან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მოლაპარაკებებს სთავაზობს, დიალოგი სურს ნათია თურნავასაც, მინისტრს რომელიც რიონის ხეობის მცველებთან გამართული შეხვედრიდან, ერთხელ უკვე გაიპარა.
მოქმედებაშია შინაგან საქმეთა სამინისტროც, გამოძიება გრძელდება და ექსპერტ-კრიმინალისტები დღეს ისევ გამოჩნდნენ რკინის ჯებირთან და დაზიანებების ხარისხსა და პარამეტრებს ადგენდნენ.
პარალელურად კი, შინაგან საქმეთა მინისტრი ხეობის მცველებს ღიად და საჯაროდ ემუქრება, ვახტანგ გომელაურმა დაანონსა, რომ არ არის გამორიცხული ადგილზე მობილიზებული სპეცრაზმი მალე მოქმედებაზე გადავიდეს და სპეცტექნიკაც გამოიყენონ.
იხილეთ ასევე: