სტუდენტი 5 დღის დაძველებული სპაგეტის ჭამიდან 10 საათში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

20 წლის სტუდენტი ყოველ კვირა დღეს მთელი კვირის სამყოფ საკვებს ამზადებდა ხოლმე, რათა დრო და ფული დაეზოგა. ის პასტას ხარშავდა, კონტეინერში ინახავდა, სოუსს ამატებდა, ათბობდა და შემდეგ ჭამდა.

Journal of Clinical Microbiology-ში გამოქვეყნებული კონკრეტული შემთხვევის რეპორტის მიხედვით, ბელგიელმა სტუდენტმა 5 დღის წინ დამზადებული და სამზარეულოში ოთახის ტემპერატურაზე დატოვებული საკვები გაათბო, სრულად შეჭამა და სპორტის სათამაშოდ გარეთ გავიდა.

საკვების მიღებიდან 30 წუთში, მან მუცლის ინტენსიური ტკივილი, პირღებინება და თავის ტკივილი დაეწყო. სახლში დაბრუნების შემდეგ, მას საშინელი დიარეა და გულისრევა დაეწყო, თუმცა, სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს. მან სახლში დარჩენა, წყლის დალევა და დაძინება გადაწყვიტა.

მომდევნო დილას, მისი მშობლები დარდობდნენ, რომ ის საწოლიდან არ ამდგარა და კოლეჯში არ წასულა. როდესაც ისინი შესამოწმებლად შევიდნენ დილის 11 საათზე, ის უკვე მკვდარი იყო.

გვამის გაკვეთამ აჩვენა, რომ ის დილის 4 საათზე გარდაიცვალა, სპაგეტის ჭამიდან დაახლოებით 10 საათში. მისი კუჭიდან ამოღებული სპაგეტისა და სოუსის ნიმუშები ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაიგზავნა.

აუტოფსიამ ნეკროზი დაადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ღვიძლმა ფუნქციონირება შეწყვიტა. გარდა ამისა, მას კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებაც დაუდგინეს, რასაც პანკრეატიტი ეწოდება. ფეკალიების ანალიზმა ბაცილა ცერეუსის არსებობა დაადგინა. ეს არის ბაქტერია, რომელიც იწვევს ე.წ. „შემწვარი ბრინჯის სინდრომს“ - საკვებით მოწამვლა, რომელსაც შემწვარი ბრინჯის ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით დატოვება იწვევს.

ბაცილა ცერეუსის გამრავლების თაიმლეფსის ტიპის ვიდეო.

მისი საკვების ნიმუშებიც გაიგზავნა ლაბორატორიაში, სადაც დადგინდა, რომ მასშიც მრავალი ბაცილა ცერეუსი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ სპაგეტი იყო მისი სიკვდილის მიზეზი.

ბაცილა ცერეუსით მოწამვლა საკმაოდ გავრცელებულია. 2003 წელს, ამ ბაქტერიამ მთლიანი ოჯახი მოწამლა. მათ პიკნიკზე 8 დღის დაძველებული პასტა მიირთვეს. ხუთივე ბავშვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა, 7 წლის გოგონა ღვიძლის გათიშვის გამო დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი