
"თავისუფლების მხარდასაჭერად" - ამ ლოზუნგით 1-ელ ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, გიორგი მუმლაძის პროცესის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები მხარდასაჭერ აქციას გამართავენ.
თავად პროცესზე კი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ბრალდების მხარე ვიდეომტკიცებულებას წარადგენს. გამოიკითხებიან მოწმეებიც.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები უყვებიან, საქმე ეხება 2021 წლის 14 აპრილს, "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.
4 აქტივისტი, მათ შორის გიორგი მუმლაძე მუმლაძე სწორედ "ოცნების" ოფისთან დააკავეს. შსს მას პოლიციელზე ძალადობას ედავება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.
გიორგი მუმლაძე 3 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე 16 აპრილს გაათავისუფლეს.