მოვუწოდებ ეკონომიკის სამინისტროს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში - ომბუდსმენი შუქრუთზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ჭიათურის სოფელ შუქურთელების პროტესტს ეხამურება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდებს, რომ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებაში მედიატორად ჩაერთოს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთ მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე.

"შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ და ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, მიწები კი დაიმეწყრა. 

პროტესტის მონაწილეების ნაწილს პირი აქვს ამოკერილი, ნაწილი კი შიმშილობს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი