ჩვენი რეაბილიტირებული არაა, იმას ნუ დამაბრალებთ რაც არ გაგვიკეთებია - კალაძე დატბორილ დიღომზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე, გუშინ უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ქუჩებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ პრობლემები სანიაღვრე ქსელის გაუმართაობამ შექმნა. კალაძე სანიაღვრე ქსელის პრობლემებს მის წინამორბედებს აბრალებს:

"იმ კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც უხვი ნალექის გამო შეიქმნა პრობლემები არის სანიაღვრე ქსელის პრობლემა. ესაა მიმართულება, რომელსაც წლების განმავლობაში არავინ არ უყურებდა და აწესრიგებდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვართ ზუსტად ის ხელისუფლება, რომელიც როდესაც შედის ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციაზე, პირველი, რაც კეთდება არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. 

ჩემ დროს რეაბილიტრებული ძალიან კარგად იცით რომელია, იმას ნუ დამაბრალებთ რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია", - თქვა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა და გადაადგილების პრობლემები შეიქმნა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი