გიორგი გახარიამ ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში, ვერაფერი გადააფასა - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერის გუშინდელ პრესკონფერენციას 20 ივნისს დაზარალებულების ნაწილი. აქტივისტები ამბობენ, რომ გახარია ოპოზიციის ლიდერი ვერასოდეს გახდება, რადგან ყოფილ პრემიერს თავი ისევ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ჰგონია.
"განსხვავება 2019 წლისა და 2020 წლის გიორგი გახარიას შორის არის მხოლოდ პარტიის სახელი და ლოგო. ის უბრალოდ ვერ გამოდის რუსული ამპლუიდან, სადაც დაკვეთითაც ჯერ შემოუშვა გავრილოვი და შემდეგ უკვე ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია ამის გამპროტესტებლების მიმართ", - თქვა ნიკა ფარულავამ.
ექსპრემიერის ფსევდო ოპოზიციონირებაზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი და ამბობს, რომ "გიორგი გახარია ვერ შეიცვლებოდა და სავლე პავლე ვერ იქცეოდა რამდენიმე თვეში".
რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, პარტია "სტრატეგია აღმაშნებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ გუშინდელ პრესკონფერენციაზე საზოგადოებამ პრემირმინისტრის ხიბლიდან ვერ გამოსული "ქართული ოცნების ჩინოვნიკი იხილა.
"სრული ფიასკო, სრული დაცემა მისი ამ პრესკონფერენციაზე გამოსვლა, ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა, ვერაფერი გადააფასა, ხოლო 20 ივნისის მოვლენებზე დასმულ კითხვაზე ერთ-ერთში "ქართული ოცნების" ჩინოვნიკი ვიხილეთ",- თქვა სერგო ჩიხლაძემ.
"ევროპული საქართველოში" აღნიშნავენ, გახარია ივანიშვილის ჩრდილიდან ვერ გამოვიდა. როგორც გიგი წერეთელი ამბობს, "თუ ის არ განმარტავს საკუთარ პოზიციებს 20 ივნისთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით, თუ სხვა, მაშინ ლეგიტიმურად მყარდება აზრი, რომ ეს არის "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებული სცენარი.
ცნობისთვის, გუშინ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, დაახლოებით ორსაათ-ნახევრიანი პრესკონფერენცია გამართა. "ქართული ოცნების" ექსპრემიერი საუბრობს, რომ თუ მას იგივე რეალობა დაუდგებოდა, მოიქცეოდა ისე, როგორც 20 ივნისს მოიქცა.