"ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს არ ვიცი. პირადად გეუბნებით ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში და ვისთან იყო და ვისთან არა [ვასაძე კომუნიკაციაში] სულ არ მაინტერესებს. როგორ უნდა მოიაზრებოდეს ლევან ვასაძე ჩემთან?! რატომ უნდა მოიაზრებოდეს?! გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი მომხრეები ეყოლება. დღეს რატო შევაფასო, არის თუ არა ვასაძე რუსული ძალა?! კავშირები ვისთან აქვს? მე არ მაქვს კავშირები მაგასთან. ჩვენთან ეკლესიაში ვიცნობ [ვასაძეს] და ისევე როგორც სხვა ბიზნესმენები სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს"
ამბობს, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკაში მოსვლასა და პრორუსი ძალადობრივი დაჯგუფეფების ლიდერ ლევან ვასაძესთან შესაძლო თანამშრომლობაზე.