ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე საკუთარ შეფასებას აჟღერებს და ამბობს, რომ წყლის ჭავლით დაშლა სრულიად საკმარისი იქნებოდა და ყველაფერი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას სინდისზეა.
მან იხუმრა, რომ ვისაც ჟურნალისტები მომხდარს აბრალებენ იმ ადამიანს 10 საათის შემდეგ სძინავს.
"ნიკა მელაის თავიდანვე ჩაფიქრებული არც ექნებოდა... იქ მოვიდა გულანთებული ქართველი ახალგაზრდობა, რომელთაც ჩვენზე მეტი ჭკუაც აქვთ და უნდათ, რომ წესიერ ქვეყანაში იცხოვრონ... რომ შევარდნილიყვნენ იქ რა ისე დატოვებდნენ? არ დატოვებდნენ. მე ვფიქრობ, რომ წყლით დაშლა სრულიად ნორმალური მოვლენა იქნებოდა. ერიდება რა, მაგის[ გახარიას] სინდისზეა. 10 საათის მერე იყო და კარგად იცით, რომ 10 საათის მერე ვისაც აბრალებთ მაგას ძინავს ხოლმე. პრემიერი [მამუკა] ბახტაძისგანაც ვიცი, რომ ისაც შეცომაში შეიყვანეს, სიკვდილამდეო რა... ისეთი რაღაც გაუკეთეს მაგას, ათქმევინეს სიტყვა ამას ხო არ ვიზამთო და მერე ფაქტობრივად წავიდა ნადირობა", - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ 20 ივნისის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიამ გასცა, მეუფე იაკობი ირონიულად პასუხობს "არა, მე გავეცი".