ქუთაისის ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელმა, უკრაინელმა ივან ბობკომ კლუბს უჩივლა. მას შემდეგ, რაც ვერც ფეხბურთელმა და ვერც მისმა უფლებადამცველმა პირადი მოლაპარაკებების გზებით ტოპრედოსთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხა, იძულებული გახდნენ FIFA-ს შესაბამისი სადისციპლინო კომიტეტისთვსვის მიემართათ.

"მთავარ არხის" ფეხბურთელი ადვოკატი, სერგეი კორობკო დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ სურდა ქართულ საზოგადოებას საქმის ვითარება სცოდნოდა.

"კლუბთან მივედი. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დიდი თანხის პატიებაც მინდოდა, მაგრამ კლუბთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ადვოკატის ჩართვა აუცილებელი გახდა.

გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მიყვარს ტორპედო, მისი სამწვრთნელო შტაბი და განსაკუთრებით სუპერ გულშემატკივარი, მაგრამ მე არსებობა მინდოდა, ქუთაისში ფეხმძიმე მეუღლესთან ვიყავი.

ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვუთხარი, ნახევარი თანხის მიღებითაც საქმე დასრულდებოდა. არ მინდოდა კონფლიქტი და საქმის "ფიფამდე" მიყვანა, მაგრამ სამაგიეროდ ზღაპრებს მიყვებოდნენ და უბრალოდ მივხვდი, რომ სხვა გზა დარჩენილი აღარ იყო. როგორც ვიცი, ჩემს გარდა კიდევ ერთი ლეგიონელი, მარკოვიჩი მიმართავს უმაღლეს ინსტანციას",- თქვა ივან ბობკომ.

ივან ბობკოს ადვოკატი "მთავარ არხთან" ყვება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელისთვის თანხის არ გადახდას კორონაპანდემიითა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისით ხსნიდა. მისივე თქმით, ფეხბურთელმა სასამართლო დავა მოიგო და ახლა ქუთაისის ტორპედოს მისთვის თანხა აქვს გადასახდელი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი