8 მარტის შეთანმხმება სრულად უნდა შესრულდეს - ოპოზიცია კონსულტაციებს ანახლებს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია დღეიდან კონსულტაციებს განაახლებს. დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები ერთიან სტრატეგიაზე მუშაობას დაიწყებენ.

მთავარი მიზანი კონკრეტული გეგმის შემუშავებაა, რომლითაც მათ "ქართულ ოცნებას" 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულება უნდა აიძულონ. 

სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება ნაბიჯები იმ შემთხვევისთვისაც, თუ "ოცნება" ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს არ გაითვალისწინებს და პოლიტპატიმრების პატიმრობაში დატოვებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი