თბილად მივესალმებით ქალბატონ თაკოს [ჩარკვიანს], ვეცდებით ერთად შევჭამოთ ხინკალი... - ხვიჩია

გამოქვეყნდა:

"თბილად მივესალმებით ქალბატონ თაკოს [ჩარკვიანს] ვეცდებით, თავიდან დავუმეგობრდეთ და როგორც თქვენ იცით, ერთად შევჭამოთ ხინკალი. არის საუბარი, რომ თვითონ დაგვპატიჟოს თუ არადა ჩვენ. ჩვენ თავის დროზე, როდესაც ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები თავს იკლავდნენ პარლამენტში შემოსვლაზე მე და სადნრო [რაქვიაშვილი] დავნიძლავდით [ხინკალზე]. მე ვთქვი, რომ ქალბატონი თაკო ჩარკვიანი და ბატონი შალვა ნათელაშვილი შემოვიდოდნენ პარლამენტში, მაშინ ეს ძალიან წარმოუდგენელი ჩანდა. სანდრომ ჩათვალა, რომ მოიგო მარტივად ნიძლავი".

- ამბობს "გირჩის" ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი იაგო ხვიჩია, "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესაძლო შესვლაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი