"ოცნებას" არასოდეს უღიარებია რომელიმე დამნაშავე პოლიტპატიმრად - მამუკა მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" კვლავ ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს არ შეეხებოდა. ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.  

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ შეუძლებელია საუბარი რაიმე პირობის თუ შეთანხმების შესრულებაზე, როდესაც ასეთი ბუნებაში არ არსებობს. 

"ქართულ ოცნებას"’ არც ერთ მომენტში  არ უთქვამს თანხმობა, არც რომელიმე ბრალდებული თუ დამნაშავე პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით, -  წერს უმრავლესობის ლიდერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი