"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, შეხვედრაზე საუბარი მომავალ სასესიო კვირას განსახილველ საკითხებს შეეხო. მისივე ინფორმაციით, იყო საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც.
შალვა პაპუაშვილის თქმით კი, სხდომაზე საუბარი ამნისტიის კანონპროექტსაც შეეხო.
მასალა განახლებადია