ერთადერთი ზეწოლის მექანიზმია პირდაპირი, დამიზნებითი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზე - ბათუ ქუთელია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს - ასეთია ექსპერტების შეფასება. მათი თქმით, მმართველი პარტია საკუთარი ქმედებებით ქვეყნის იმიჯსა და ინტერესებს აზიანებს.

"ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არ არის, რომ საქართველო დარჩეს დასავლური დემოკრატიის განვითარების გზაზე.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ავტორიტარული ქვეყნების რიგში. ამისთვის მნიშვნელოვანია ჩატარდეს არჩევნები, არჩევნები რომ ჩატარდეს, საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა, და საერთაშორისო ზეწოლა იმიჯის კუთხით, როგორც ჩანს, აღარაფერს უცვლის "ქართულ ოცნებას", იმიტომ რომ მათ აღარ აქვთ იმიჯი. ერთადერთი ზეწოლის მექანიზმი არის პირდაპირი, დამიზნებითი სანქციები ყველა იმ ადამიანზე, ვინც ავტორები არიან ძალაუფლების უზურპაციის, - აცხადებს ბათუ ქუთელია. 

პოლიტოლოგების ვარაუდით, თუ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება. პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ გამოცდილება ვერ დააგროვა და ისინი ყოველ ჯერზე საერთაშორისო პარტნიორების მოთმინებას ტესტავენ.

აუცილებლად ველოდები, რომ თუ არ შესრულდება შეთანხმება და გაცემული პირობა, გაძლიერდება რეაქციები და ისინი უფრო მწვავე გახდება, - ამბობს გაფრინდაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი