შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალში ეხვევა - სისხლიანი სპეცოპერაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და დაჭრილი და ნაცემი მოქალაქეები. სპეცეკიპირებით აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმი სოფელ საყულიას სასაფლაოზე "რიონის მცველის", ირაკლი მუკბანიანის დასაკავებლად იმ დროს ავიდა, როდესაც მუკბანიანი თანასოფლელებთან ერთად მეზობლის საფლავზე იმყოფებოდა.
რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე აქტივისტის დასაკავებლად გომელაურის უწყებამ ათობით სამართალდამცველი გაგზავნა. მათი გამოჩენის შემდეგ ვითარება მალევე დაიძაბა - სპეცრაზმმა იქ მყოფებს მიწაზე დაწოლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ძალოვანებმა ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია 2 ადამიანი, მუკბანიანი კი დაკავებული.
ადგილობრივებმა სპეცოპერაციის ადგილას რეზინის ტყვიები და მასრები იპოვეს.
იხილეთ ასევე: