საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ქართველი კაცი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებს ხელში".
მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ემანდ ფრთხილად ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა "მეუფე". იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!
მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას, - წერს მიხეილ სააკაშვილი.