"ჩვენი გუნდის წევრები თუკი რაიმეზე არის პასუხისმგებლობა ასაღები, ამისთვის მზად ვართ და ვიღებთ კიდევაც" - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილნა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
"ჩვენ არ შეიძლება გამუდმებით ვილაპარაკოთ წარსულზე. ჩვენ უნდა გავიხედოთ ხვალინდელი დღისკენ. რა თქმა უნდა, შეცდომები ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებას და შესაბამისი ადამიანები ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაურბოდნენ და ჩვენი გუნდის წევრები თუკი რაიმეზე არის პასუხისმგებლობა ასაღები, ამისთვის მზად ვართ და ვიღებთ კიდევაც. ისევე როგორც, წარმატებებზე" - ამბობს ხოჯევანიშვილი.