სიცხისგან დაღუპული ყოველი მესამე ადამიანის სიკვდილის მიზეზი გლობალური დათბობაა

გამოქვეყნდა:

ხშირად ამბობენ, რომ კლიმატის კრიზისი გარდაუვალი მოვლენაა. გარემოს ჰორიზონტზე მოახლოებული კატასტროფა, რომელიც ზრდადი სიჩქარით ჩვენკენ მოემართება. თუმცა, რეალობაში ცოტა სხვანაირადაა. ის ამომავალ მზეს წააგავს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შუადღე არ დამდგარა, სითბოს უკვე ვგრძნობთ.

ახალი მოდელების თანახმად, 1991-სა და 2018 წლებს შორის, სიცხით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ზრდაიდ ტემპერატურების წილი 1/3-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების არარსებობის შემთხვევაში, მსოფლიოში ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა.

სამხრეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სიცხით გამოწვეული სიკვდილის რისკი განსაკუთრებით მაღალია. მაგალითისთვის, ეკვადორსა და კოლუმბიაში სიცხით მკვდარი ადამიანების 3/4 ზრდად ტემპერატურასთან არის დაკავშირებული.

მრავალ ადგილას, [ამ მოვლენის] თანმდევი სიკვდილიანობა წელიწადში ათეულიდან უკვე რამდენიმე ასეულამდე იზრდება. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. - ამბობენ მკვლევარები.

მეცნიერებმა კვლევის შედეგები ორი „განსხვავებული მსოფლიოდან“ მიიღეს: ერთი, რომელშიც ადამიანებს არანაირი წვლილი არ მიუძღვით კლიმატის ცვლილებაში და მათ წიაღისეული საწვავი არ გამოუყენებიათ, და მეორე - რომელიც არსებულ რეალობას ეფუძნება. მკვლევრებმა სიმულაციები 43 ქვეყნისა და 732 ადგილმდებარეობიდან მიღებულ ჯანდაცვისა და კლიმატის მონაცემებზე დაყრდნობით გაუშვეს.

მეორე სცენარში, თითოეულ ლოკაციაზე, ზაფხულში წლიური საშუალო ტემპერატურა კლიმატის ცვლილების გამო იზრდებოდა.

„ნორმალურ“ ვითარებაში, ანუ პირველ სცენარში“, წლიური საშუალო ტემპერატურა ზაფხულში დაახლოებით 21,5 °C იყო. რეალურ სცენარში კი, 2010-იან წლებში, ამ მაჩვენებელმა 23 °C-ს მიაღწია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი