პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შეხვედრები დაიწყო.
პირველ შეხვედრას დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან მართავენ, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
შეხვედრა დაგეგმილია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან.
ხვალ შეხვედრები გაგრძელდება საპარლამენტო ოპოზიციასთან, ხვალვე დელეგაცია შეხვდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
მონიტორინგის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით არის ჩამოსული. ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და ანგარიშს მოამზადებენ.