"გამოღმით მე ვარ" - გიორგი ოვაშვილის დოკუმენტური ფილმი რიონის ხეობაზე

გამოქვეყნდა:

"გამოღმით მე ვარ" - ეს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმია რიონის ხეობაზე. დოკუმენტურ ფილმში რეჟისორი ნამოხვანჰესის მშენებლობის შესახებ დამოკიდებულებას ასახავს. ფილმის მთავარი გმირები აქციის ის მონაწილეები არიან, ვისთვისაც გიგანტური ჰესის მშენებლობა პირად ისტორიასა და პრობლემას წარმოადგენს.

"წავედით ხეობაში, გავატარეთ იქ დაახლოებით ერთი კვირა და ჩვენი გმირები გახდნენ ის რეალური ადამიანები, რომელთა კარმიდამო უნდა დაიტბოროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეძებდით ერთ აზრს და შევეცადეთ ფილმში სრულიად განსხვავებული აზრები მოგვეტანა. 

მე ბედნიერი ვარ იმით, რომ რაღაც კითხვებზე ის პასუხები მივიღე, რასაც შევეცდები მაყურებლამდე მივიტანო", - თქვა გიორგი ოვაშვილმა

25-წუთიან დოკუმენტურ ფილმში ადგილობრივებთან ერთად ჰესის პროექტის შესახებ ყვება "საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის" წარმომადგენელი, გიორგი აბრამიშვილიც.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი