პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
"პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერსებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას", - წერს ღარიბაშვილი.
მისივე განცხადებით, ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.