"ქართულ ოცნებაში" სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50 ლარიანი შემწეობების გაზრდაში 100 ლარამდე, წინასაარჩევნო მოსყიდვას ვერ ხედავენ:
საქართველოში არის სულ არჩევნები, მაშინ არასოდეს არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. როცა საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა და ამ პანდემიიდან გამომდინარე, იცით რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია როგოც საქართველო, ისე მსოფლიო და ცდილობს გამოვიდეს ამ პანდემიური შოკიდან და ესეთ დროს, როდესაც სახელმწიფო იჩენს ძალისხმევას, ბავშვებს რომლებსაც ეს დახმარება სჭირდება დაეხმაროს, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი" ამბობს ალუდა ღუდუშაური.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და გაჭირვებული მოსახლეობა ახლა გაახსენდა.