რიონის ხეობის მცველები სპეცოპერაციით დაკავებულ ირაკლი მუკბანიანის მხარდასაჭერად სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პოლიციას ერთადერთი მიზანი აქვს - მსგავსი სპეცოპერაციებით- დააშინოს მოქალაქეები, და აჩვენოს, რომ თუ ისინი პროტესტს გაბედავენ, სამაგალითოდ დაისჯებიან.
ირაკლი მუკბანიანს პოლიცია 29 მაისს გუმათთან აქციაზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. თუმცა მის დასაკავებლად შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია 3 დღის შემდეგ ჩაატარეს სოფელ საყულიას სასაფლაოზე, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცეცხლიც გახსნეს და შედეგად 2 პირი დაიჭრა.
რიონის ხეობის მცველები გეგმავენ, ირაკლი მუკბანიანის მხარდასაჭერად, როდესაც მისი სასამართლო ჩაინიშნება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ.
მუკბანიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.