საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2-4 ივნისს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ეწვევა. უკრაინის დელეგაციას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
უწყების ინფორმაციით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებიც.
უკრაინის პრემიერმინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე პატრიარქს, ილია მეორეს.
დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.