მიუხედავად  ჯარიმებისა, არ ვაპირებთ გაჩერებას | სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო მარნეულში

გამოქვეყნდა:

ბოლნისში  სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი იწყება. მათ შორის არიან: გიორგი მუმლაძე, და მოძრაობა "საქართველოსთვის" 4 წევრი.  ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დღეს მოსამართლე პროკურატურის მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს განიხილავს.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ვერ მოახერხებენ მათ გაჩუმებას. მათი თქმით, ჯარიმების გაორმაგება და გამკაცრებული ადმინისტრაციული ნორმები აქტივისტების პროტესტს ვერ შეაჩერებს და ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის გაგრძელდება. 

"ასეთი დავალება აქვთ, რომ ფინანსურად დაგვაჯარიმონ, რომ წნეხი გაიზარდოს ჩვენზე და გააჩერონ ჩვენი აქტიურობა, მაგრამ მიუხედავად ჯარიმებისა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ საქართველოს ყველა  მოქალაქის მიმართ, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, არ შეწყდება პოლიტიკური დევნა და სანამ პოლიტიზირებული ინსტიტუტები აღარ იქნება პოლიტიზირებული",- თქვა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

სამოქალაქო აქტივისტები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი მარნეულის მერიაში გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი