"არსებობს გარემოებები, როდესაც შეუძლებელია ბრძანების შესრულება" - მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პოლიციელის აღიარებაზე

გამოქვეყნდა:

"ეს მართლაც არის სამოქალაქო, გაბედული ნაბიჯი და ეს ნაბიჯი მან [ზურაბ ხმელიძე] გადადგა სწორედ იმის გამო, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც უბრალოდ შეუძლებელია ბრძანების შესრულება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. 

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ხმელიძის სამსახურიდან წასვლასა და სისტემის მხილებას ეხმაურება:

"მე მინდა მოვუწონო კაპიტან ხმელიძეს ეს სამოქალაქო საქციელი. ეს მართლაც არის სამოქალაქო, გაბედული ნაბიჯი და ეს ნაბიჯი მან გადადგა სწორედ იმის გამო, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც უბრალოდ შეუძლებელია ბრძანების შესრულება. იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება კანონიერებას. კანონის უზენაესობას და ადამიანურობის პრინციპებს. მე არ ვეხები ახლა პოლიტიკას მხარეებს, ჰესები ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამ თემაზე. მე ვეხები იმას, რომ არ შეიძლება, ადამიანები არ შეუშვა საკუთარ სახლში მხოლოდ იმის გამო, რომ უფროსს რაღაცა არ ეწყინოს. ბატონმა რომ რაღაცა დავალება მოგცა, ბატონმა, რომელიც 25%-იან წილშია ამ პროექტის, კერძოდ ვინც არის ყველამ კარგად ვიცით. ბიტკოინების გამო 2/3 გადის ენგურის აფხაზეთში ადრე გადიოდა 1/3-ზე ნაკლები, იმან გიბრძანა და შენ უნდა შეასრულო კერძო პირის უკანონო ბრძანება," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი