ისრაელში კოვიდშეზღუდვები მსუბუქდება

გამოქვეყნდა:

1-ლი ივნისიდან ისრაელში კოვიდშეზღუდვების უმრავლესობა შემსუბუქდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც ქვეყენაში იმოქმედებს, შიდა სივრცეებში პირბადის ტარებაა. მისივე თქმით, ეს შეზღუდვა მინიმუმ მომდევნო ორი კვირა გაგრძელდება.

ძალაში რჩება ასევე შეზღუდვა საერთაშორისო ტურისტებთან დაკავშირებით. ამასთან, ტურისტებზე შეზღუდვა შესაძლოა გამკაცრდეს, რათა ქვეყანამ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება თავიდან აირიდოს.

საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ღონისძიებებზე სტუმრობისას მოქალაქეებს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი