მცოცავი ოკუპაცია აგრესიულ სამხედრო მოქმედებებში გადადის. ასე აფასებენ სამხედრო ექსპერტები რუსული არმიის მიერ საოკუპაციო საზღვრებთან რადიოსადგურების მოსაწყობი სამუშაოების დაწყებას. საოკუპაციო ჯარების ამ ქმედების შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა, რომელმაც კადრები დრონით გადაიღო.
უსაფრთხოების სამსახური ამბის გახმაურებამდე დუმდა, თუმა ფაქტების გასაჯაროვების შემდეგაც სუსში მხოლოდ არაფრისმთქმელი განმარტება გააკეთეს. როგორც ყოველთვის "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოსკოვის აგრესიას დუმილით და უმოქმედობით პასუხობს.