ბავშვებზე მზრუნველობით შენიღბული პოლიტიკური კორუფცია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის დასაწყისში გაახსენდა, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ და შემწეობის გაზრდა გადაწყვიტა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი მცდელობაა. ხელისუფლების ოპონენტები წარსულის არაერთ ფაქტს იხსენებენ, როდესაც გადამწყვეტი არჩევნების წინ ივნიშვილის პოლიტიკურმა კლანმა ან დავალიანება გაანულა ან პირდაპირ საკვები პროდუქტი დაარიგა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ინიციატივაც აუცილებლად მოხვდება მათ ანგარიშში და არ შეფასდება დადებითად.
იხილეთ ასევე: