ვინ არის უზურპატორი? - "ქართული ოცნება" საგამოძიებო უწყებებს სთხოვს ნიკა გვარამიას FB სტატუსით დაინტერესდნენ

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება საგამოძიებო უწყებებს ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მმართველ პარტიაში არ მალავენ, რომ სურვილი აქვთ მთავარი არხის ხელმძღვანელზე ახალი საქმე აღიძრას, რაც მისი დაკავებით დასრულდება. ქართული ოცნების ლიდერებმა ნიკა გვარამიას პოსტის შინაარსი ხელისუფლების დამხობის მოწოდებად მონათლეს და ამით თავადვე დაარქვეს სახელი - ვინ არის  უზურპატორი, რომელზეც სტატუსში მთავარი არხის დამფუძნებელი საუბრობს

თავად ნიკა გვარამია კი არ გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრი, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.

ნიკა გვარამიას სტატუსი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა და მისმა პირველმა მოადგილემ გააანალიზეს და მის უკან სახელმწიფო გადატრიალების გეგმა დაინახეს. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ლპობის რეჟიმშია და ყველაფერი ძალაუფლების დაკარგვის შიშით აიხსნება; 

თუ ხელისუფლება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ეს იქნება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რადგან საჯარო პოსტი, ნებისმიერი ტერმინოლოგიით მხოლოდ აზრის გამოხატვაა, თუ მას კონკრეტული ქმედება ან მყისიერი საფრთხე თან არ ახლავს. 

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ე.წ. რევოლუციური სცენარის განვითარების მოტივით, პირველი შემთხვევა არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რუსთვაი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სახელმწიფო შეთქმულებაში, სატელეფონო საუბრების გამოც დაადანაშაულა, თუმცა ეს საქმე უკვე 4 წელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივში, თაროზეა შემოდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი