"პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება... თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ".
- განაცხადა თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. ცნობისთვის, 7 მაისს "ქართული ოცნება" ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.