ლეღვი შეიძლება მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად - ქაშიბაძე

გამოქვეყნდა:

"ჯვარი აქაურებს და წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს არა მარტო მე, არამედ მთელი ცენტრის ყველა თანამშრომელს, თუმცა შარშან და შარშან წინაც ანალოგიურად გვეგონა.

წელს 10 წელი სრულდება, გარკვეული იუბილეა, ძალიან ბევრ ტრადიციას ამდენი ხანი არ გაუძლია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება. ლეღვი შეიძლება მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად, ყოველ შემთხვევაში, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება ეს არის ერთი იგივე. მცდელობის დასაწყისშივე ეს ყველაფერი მთავრდება დამწვრობის ცენტრის მონახულებით. ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობა არის ერთი და იგივე. ლეღვის ფოთლები რუჯთან არც პირდაპირ, არც ირიბად დაკავშირებული არ არის. ჩვენი ყველანაირი მცდელობა წყალში იქნება ჩაყრილი".

თქვა ტელეკომპანია იმედთან საუბრისას დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი