შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი - ვინ იქნებიან ოპოზიციის ახალი ფრაქციის წევრები

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი საპარლამენტო ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შექმნა. "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად ფრაქციის წევრები არიან - "რესპუბლიკური პარტია", "გირჩი - მეტი თავისუფლება", ფრაქციის წევრები იქნებიან დამოუკიდებელი დეპუტატები - ტარიელ ნაკაიძე და გრიგოლ ვაშაძე.

როგორც ფრაქციის წარდგენისას გიორგი ვაშაძემ თქვა, ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება. თავმჯდომარის მოადგილე იქნება პაატა მანჯგალაძე, ფრაქციის აპარატს კი სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.

"დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა, რომელიც არის მრავალპარტიული, რომელშიც არიან დამოუკიდებელი დეპუტატები. ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ფრაქციის მიზანია, რომ "იყოს ხალხის ხმა პარლამენტში".

ცნობისთვის, ეს მე-10 მოწვევის პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქციაა. მანამდე "ლელომ", სამადაშვილმა, ახვლედიანმა და შავგულიძემ შექმნეს ფრაქცია - "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი