"ვის ელაპარაკები შე ჩმორო" - ხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში - 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველად მივიდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლემა ოპოზიციის წევრების ის განცხადებები შეახსენეს, რასაც ბოიკოტის რეჟმის დროს აკეთებდნენ. 

მწვავე დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

სხდომის დასაწყისშივე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განცხადებებისთვის სიტყვა ითხოვა, თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მას რეგლამენტი შეახსენა და განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველ გუნდს "სრული კომფორტის ზონა" ჰქონდა მოწყობილი და არ დაუშვებენ ამის ასე გაგრძელებას. მათივე თქმით, ახალ მოცემულობაში, მმართველ გულთან საბრძოლველად ყველა საშუალებას იყენებენ.

"ქართული ოცნების" წევრებმა, დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფურცლებზე დაბეჭდილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები მიიტანა, რომელიც ბოიკოტის დროს იყო გაკეთებული და იატაკზე დაყარა. მმართველი გუნდის კიდევ ერთმა დეპუტატმა, სხდომაზე ნარინჯისფერი პუფი მიიტანა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი