დანაშაულებრივია ხელისუფლების უმოქმედობა - "ლელო" ნინოწმინდაზე​

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" ნინოწმინდის პანსიონატზე განცხადებას ავრცელებს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ რომ ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ხელისუფლების ინსტიტუციონალური რღვევა:

"დანაშაულებრივია ხელისუფლების უმოქმედობა ამ თემაზე გაურკვეველი და ბუნდოვანი ელექტორალური ზიანის შიშით. პრობლემა მწვავეა და მისი სასწრაფოდ მოგვარება ყველას ინტერესია, რადგან ბავშვების უფლებები ირღვევა და ილახება, როგორც სახელმწიფოს ისე ეკლესიის იმიჯი. როდესაც საზოგადოებაში არის ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი არსებობს მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში, არ შეიძლება გაგრძელდეს ეს აუხსნელი ჩაკეტილობა, უნდა გაიხსნას პანსიონის კარი, რათა შეკითხვებს გაეცეს პასუხი, იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო თავად გადადგამს ამ ნაბიჯს, შემდგომი პროცესი გახდება გამჭვირვალე და საზოგადოებას მიეცემა ამომწოურავი პასუხი ყველა კითხვაზე. კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომ დროზე გაატაროს ყველა ქმედითი ღონისძიება იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი